24, მაისი 2021 17:33:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 73 პაციენტი. კლინიკა დატოვა -26-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 12 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობას 411 პაციენტი გადის, კოვიდ სასტუმროში კი, 272 პირი იმყოფება. ამ დროისთვის, რეგიონში, ჯამში, 10 ათას 154 მოქალაქეა აცრილი.