24, მაისი 2021 17:53:00
ბათუმის მერიამ ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო. ბოტანიკური ბაღი, ვიზიტორებს, განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. მიმდინარეობს დამატებითი მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა. უწყების ინფორმაციით, რეგულაციების დაცვით, აქტიურად მუშაობას განაგრძობს ბათუმის დელფინარიუმი. განახლებული ინფრასტრუქტურით, ქალაქში, კიდევ ერთი ტურისტული ატრაქცია, საცხენოსნო კლუბი, შეიქმნა. ტურისტული სეზონთან დაკავშირებით, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის დასუფთავების სამსახურიც. მერიის ცნობითვე, ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მიზნით ქუჩების გადათხრაზე ნებართვები აღარ გაიცემა. შეზღუდვა მაისის ბოლოდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით იმოქმედებს.