25, მაისი 2021 12:02:00
მარნეულში 31 წლის კაცმა მისივე ახლობელი, 23 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.
მკვლელობაში ბრალდებული პირი ნასვამ მდგომარეობაშ იმყოფებოდა, მკვლელობას კი წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.