26, მაისი 2021 11:11:00
გურჯაანში უცნობმა პირებმა 40 წლამდე კაცი დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ . ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც უცნობმა პირებმა კაცს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს . დაშავებულს სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება