26, მაისი 2021 17:48:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი. კლინიკა დატოვა 35-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 13 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში 398 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ სასტუმროში კი, 280 პირი იმყოფება. ამ დროისთვის, რეგიონში, ჯამში, 10 ათას 946 მოქალაქეა აცრილი.