31, მაისი 2021 11:35:00
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 354 პაციენტი მკურნალობს, მათგან 14 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. ბოლო მონაცემებით აჭარის კოვიდსასტუმროებში 249 ინფიცირებული იმყოფება.