31, მაისი 2021 18:28:00
7 თვიანი პრინციპულობა დასრულებულია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის. გადაწყვეტილება, გუშინ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მიიღეს. პარტიის სახელით განცხადება ნიკა მელიამ გააჟღერა. საკანონმდებლო ორგანოში შედიან, თუმცა, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ დოკუმენტს ხელს არ აწერენ. მელიას განმარტებით, შეთანხმება მათთვის მიუღებელ პუნქტს შეიცავს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, პარლამენტში შესვლის დაგვიანებულ გადაწყვეტილებას, იმით ხსნიან, რომ მმართველ გუნდს კომფორტის ზონას დაურღვევენ.