7 თვიანი პრინციპულობა დასრულებულია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის. არგუმენტი ასეთია: მმართველ გუნდს კომფორტის ზონა უნდა დაურღვიონ. გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ირწმუნებიან, რომ შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ დოკუმენტს ხელს არ აწერენ. მელიას განმარტებით, შეთანხმება მათთვის მიუღებელ პუნქტს შეიცავს.
შუმი- გვარამაისთაქნ ხემოწერები
ამ ხელმოწერების, აქციების, ბოკოტისა და 7 თვიანი პრინციპულობის მიუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, დაგვიანებულ გადაწყვეტილებას, იმით აფასებენ, რომ მმართველ გუნდს კომფორტის ზონას დაურღვევენ. აღსანისნავია, რომ ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოში შედის, თუმცა, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს. მელიას განმარტებით, შეთანხმება მათთვის მიუღებელ პუნქტს შეიცავს. საუბარია, 20 ივნისის საქმეების ამნისტიაზე.
„ქართული ოცნების“ გუნდის წევრები აცხადებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე, ისინი პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ. აღნიშნავენ, რომ ნაციონალური მოზრაობის ყოფნა - არ ყოფნა როგორც პარლამენტში, ასევე, უმაღლეს საბჭოში ცვლილებებს ვერ გამოიწვევს. ტიტე აროშიძის განმარტებით, ისინი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივებს არ გაითვალისწინებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ ამომრჩევლისა და ევროკავშირის წამომადგენლების ინტერესებს პატივი არ სცეს.
ნაციონალური მოძრაობის გამოჩენას საკანონმდებლო ორგანოში, მიესალმებიან „ლელოში“. აქ ამბობენ, რომ გადაწყვეტილება დაგვაინებულია, თუმცა, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. რამდენად მოატყუა ხელისუფლების მთავარმა ოპონენტმა ამომრჩეველი? გენო თებიძეს შეფასება უჭირს.
გადაწყვეტილებას, ფარსს უწოდებს გიორგი მასალკინი. იგი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა ართანმიმდევრულია. ამასთან აღნიშნავს, რომ პოლიტიკური გამოცდილების მიუხედაავდ, პარტიამ, საკუთარ პრინციპების უღალატა. მასალკინის თქმით, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ძალამ, ამომრჩეველი მოატყუა, ეს კი მათ რეიტინგებზე აისახება. მასალკინის თქმით, თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ ბოიკოტის შედეგად, უკეთესი დოკუმენტი მიიღეს, მაშინ ამ დოკუმენტს ხელი უნდა მაოწერონ. სხვა შემთხევვაში, მათ, ურყევი პოზიცია უნდა შეენარჩუნებინათ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბოიკოტს 31 ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნებს უცხადებდა. მიიჩნევდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა პარლამენტში არ შევიდონენ. არაერთი საპროტესტო აქციის შემდეგ კი, ზუსტად 7 თვის შემდეგ, ქვეყნის ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ძალამ პრინციპულობა დაარღვია.