01, ივნისი 2021 12:14:00
ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანდაცვის უწყების ცნობით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.