02, ივნისი 2021 16:58:00
გამაფრთხილებელი, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან. კირნათი ჰესისისა და ავტობანის მშენებლობის გამო დაზარალებულები, სხვადასხვა დაწესებულებებში თვითნებურად შესახლებულები, თვითდასაქმებულები და გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე მცხოვრებლები ადმინისტრაციულ შენობასთან გუშინ შეიკრიბნენ. ისინი მთავრობის თავმჯდომარისგან რეაგირებას და მათი პორბლემების გადაწყვეტას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარვების გაშლით იმუქრებიან. აქციაზე, მონაწილეებთან ერთად უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა.