02, ივნისი 2021 17:11:00
აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის თაობაზე შესული დოკუმენტი განიხილეს. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, დაადგინა, რომ შესული განაცხადი რეგლამენტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შესაბამისად, ფრაქციის რეგისტრაციის საკითხი განსახილველად ბიუროს წარედგინება.