04, ივნისი 2021 12:38:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 6 409 ადამიანმა გაიკეთა.
4 ივნისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 161 947 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 40 811 ადამიანი.