07, ივნისი 2021 21:59:00
კიდევე ერთი სოფელი აჭარაში, სადაც ადამიანები 21-ე საუკუნეში, ელემენტარული ინფრასტურქტურის მოწყობას ითხოვენ, თუმცა წლიდან წლამდე ხელთ მხოლოდ ცრუ დაპირება რჩებათ. ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრებლები გზის მოწესრიგების მოთხოვნით, არც საჯარო პროტესტს ერიდებიან, თუმცა ფაქტია, რომ ქობულეთის მერიას ეს არ ანაღვლებს. რა მდგომარეობაშია შიდა სასოფლო გზა და როგორია თვითმმართველობის პასუხი, სალომე უსტალიშვილი იმყოფებოდა ქობულეთში.
ამ, გზას გუშინდელი უამინდობა კარგად ეტყობა. აქ, ყოველი გაწვიმებისას მსგავსი სიტუაციაა. სახარბიელო მდგომარეობა არც, მზიანი დღეების შემდეგაა. ლეღვაში, მცხოვრებლები, როგორც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა, უხვად გაცემულ დაპირებებს, წინასაარჩევნოდ, გამოდის, რომ მხოლოდ, სიტყვიერად იღებენ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, უკვე ცხრა წელზე მეტია ითხოვენ. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მოსახელეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არც, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უზრუნია. იგივეს აკეთებს მმართველი გუნდიც.
საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობამდე მისვლა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფსაც უჭირს. ინფორმირებულია ყველა პასუხისმგებელი ორგანო, თუმცა, ყოველ წელს ერთსა და იმავე პასუხს იღებენ რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის პროგრამაში ჩასმულია.
ჩვენც, დღეს ისეთივე პასუხი მივიღეთ, როგორც ორი წლის წინ. ზაზა კაიკაციშვილმა გვითხრა, რომ მუნიციპალური პროგრამით, მიმდინარე წელს შიდა სასოფლო გზა, წლის ბოლომდე კეთილმოეწყობა.
ნამდვილად, განხორციელდება თუ არა, კეთილმოწყობითი სამუშაოები, ამას წლის ბოლოს ვიხილავთ. ქობულეთის მერიაში მუნიციპალური პროგრამით, მიმდინარე წელს, შიდა სასოფლო გზების ბეტონირებაზე, სამი მილიონი ლარია გამოყოფილი.