დაუსრულებელი მიწის რეგისტრაციის პროცესი აჭარაში. ხანდაზმულობის მიზეზით რამდენჯერმე შეტანილი განაცხადი მიწის აღიარების კომისიებში და მაინც ვერ დამდგარი შედეგები. მოსახლეობა, კომისიებს მუშობის ტემპებს უწუნებს. ოპოზიცა კი ნეპოტიზმსა და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს. რატომ ვერ დასრულდა ქართული ოცნების მიერ 2016 წელს დაწყებული მიწის რეფორმა, კითხვა ისევ ღიად დარჩა. თეო ფუტკარაძე მუშაობს სიუჟეტზე.
როინ დევაძე მიწის რეგისტრაციისთვის, რომელსაც გასული საუკუნიდან ამუშავებს,წლებია იბრძვის. შედეგი ვერა და ვერ მიიღო. მისი მიწის ფართობი, 1700 კვადრატული მეტრია. ამბობს, რომ დროში გაწელილ პროცესს, აღიარების კომსიაში, არასწორი ნახაზებით, ან განცხადების სიმრავლით ამართლებენ.
საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავე ფართობის აღაირებას ამაოდ ცდილობს, სოფელ მახვილაურში მცხოვრები ჟუჟუნა დიასამიძეც. ყვება, რომ ბათუმის მერიაში, მიწის დაკანონების პროცედურის გაჭიანურებას, ბოლო თვეებია, პანდემიით ხსნიან. მსივე თაქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, წინა საარჩევნოდ, კარდაკარზე შეხვედრებისას, სწორედ, მიწების აღიარებას ჰპირდებოდნენ.
მიწის დაკანონების პრობლემებზე საუბრობს ირაკლი ჩხაიძეც. ამბობს, რომ იგი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდა. რის გამოც, სოფელ წინსვლაში გადასახლდა, ახლა კი, მიწის დასაკუთრება და სახლის აშენება სურს. ყვება, რომ არა ერთი განცხადების მიუხედავადა, პროცესი 10 წელია ჭიანურდება.
მიწის დაკანონების პროცედურები, რომ დროში იწელება ამაზე, ოპოზიციაშიც საუბრობენ. მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ შესაბამისი სამსახურები კორუფციულ გარიგებაში შედიან. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობგენ, რომ მოქალაქეებს, თვეების განმავლობაში რიგში დგომა ნეპოტიზმის გამო უწევთ.
სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების აღიარების მოთხოვნით, მხოლოდ 2021 წელს, ხელვაჩაურის მიწის აღიარების კომისიაში 1000-ზე მეტი განაცხადი შევიდა. უწყებაში, ვერ გვიკონკრეტებენ, მათგან დადებითად რამდენი გადაწყდა. დარჩენილი ნაშთის გარდა, კომისიაში შესული სხვადასხვა შუალედური კორესპოდენციები კი 2 000-ს აღემატება. შესაბამის სამსახურში, პროცესების გაჭიანურებას, განცხადებების სიმრავლით ხსნიან. თავმჯდომარე ამბობს, რომ მიწების საკუთრებაში გადაცემამდე ხანგრძლივი პროცედურებია საჭირო, შესაბამისად კანონის გვერდის ავლით ვერ იმოქმედებენ.
რატომ იწელება დროში, მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია? ბათუმის მერიაში ჩვენს კითხვებს თავი აარიდეს.
ქვეყანაში მიწის რეგისტარციის პროცესი წლებია იწელება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რეფორმაზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. საჭირო ღონიშძიებები, ახლა, სამჯერ უფრო გამარტივებულია. ამის მიუხედავად კი, მესაკუთრეებს, ქონების დაკანონება დღემდე უჭირთ.