08, ივნისი 2021 14:18:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ვაქცინაციის ღირებულება გაიზარდა.
„დღევანდელი მდგომარეობით, ორჯერადი აცრის ღირებულება 5 ლარია. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ორჯერადი აცრის ღირებულება 10 ლარამდე გაიზარდოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში 3 400 000 აცრა უნდა ჩატარდეს, რაც სრულად 34 მილიონი ლარი ეღირება. „იმუნიზაციის ბიუჯეტში გარკვეული თანხები გვაქვს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.