სკოლა, რომელიც სააღმზრდელო დაწესებულების ფუნქციასაც ითავსებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში მცხოვრებლებს, პატარები ბაღის ნაცვლად საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაჰყავთ. საქმე იმაშია, რომ ბაღს საკუთარი შენობა არ აქვს. 80 ბავშვს კი დროის გატარება 2 საკლასო ოთახში უწევს. პანდემიის ფონზე, კი იქ რეგულაციების დაცვა შეუძლებელია.
ეს ერგეს საბავშვო ბაღია. იგი მრავალი წელია სკოლის შენობაში, საგაკვეთილო პროცესის პარალელურად ფუნქციონირებს. პატარებს სკოლამდელი განათლების მიღება შეუსაბამო გარემოში უწევთ. ეს იმიტომ, რომ არსებული ფართი, სოფელში მცხოვრებ ყველა პატარას ვერ იტევს. 80 აღსაზრდელი კი, პანდემიის მიუხედავად, ორ ჯგუფშია მოთავსებული. ტერიტორიის სიმცირის გამო, სასადილო, მუსიკისა და სამეცადინო ოთახები ერთადაა განთავსებული. სოფელში ამბობენ, რომ ახალი ბაღის შენობა დაუყოვნებლიბლივ ესაჭიროებათ .
ფართის უქონლობის გამო, ბავშვები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით არ არიან გადანაწილებულნი. რაც სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვას ხელს უშლის. არასტანდარტული შენობის გამო, პატარებს არ აქვს საჭიროდ აღჭურვილი ეზო. განადგურებულია ინფრასტრუქტურაც.
ერგეს საბავშვო ბაღის გამგემ პირად საუბრებში გვითხრა, რომ მშობლები არსებული სიტუაციით, უკმაყოფილოები არიან. მაია გათენაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ სიტუაცაიში მუშაობა უჭირთ, ამბობს, რომ სკოლა რომლის შენობაშიც ბაღია, სარეაბილიტაციოა. სატელევიზიო კომენტარის გაკეთება კი,ხელმძღვანელმა, არ ისურვა.
სკოლის შენობაში ბაღის განთავსება, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პეროდში მოხდა. პარტიაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“, მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდების შემდეგ, კრიტიკულ ჭრილოში, სწორედ, ამ საკითხს განიხილავდა. თუმცა, ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 წელი გავიდა და ეს პრობლემა, დღემდე, არ მოგვარებულა. მიშა ბოლქვაძის თქმით, მერიაში, ბაღის მშენებლობის გადადება იმ გარემოებით ახსნეს, რომ შენობსითვის შესაბამისი სივრცე ვერ მოიძებნა.
ხელვაჩაურის მერის მოადგილე, ბაღის ამ მდგომარეობას, წინა ხელისუფლოებას აბრალებს. არჩილ ბარამიძის შეფასებით, 80 ბავშვისთვის, ახალი შენობის აშენება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ამტკიცებს, რომ ბაღი სკოლის გვერდით აშენდება. თუმცა, როდის, ბარამიძე, ვერ გვიკონკრეტებს.
საბავშვო ბაღი საჯარო სკოლის შენობაში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის პასუხით თუ ვიმსჯელებთ, როდის გაიწერება სოფელში ბაღის მშენებლობის საკითხი გაურკვეველია. ამ ფონზე კი, ათეულობით ბავშვი, უადგილობის გამო, სკოლამდელი აღზრდის გარეშე რჩება.