09, ივნისი 2021 21:45:00
მას შემდეგ, რაც სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, სასწავლო პროცესი ხარვეზებით მიმდინაროებს. 45 წუთიანი გაკვეთილის დრო 20 წუთამდე შემცირდა. ის მოსწავლეები, რომლებიც ეროვნული გამოცდების ჩაბარებას დამატებითი მომზადების გარეშე აპირებდნენ, ახლა იძულებულნი არიან რეპეტიტორებიც დაიხმარონ. არიან ისეთებიც, ვისაც ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ, თუმცა ალტერნატიულ გზასაც ვერ პოულობენ. სალომე უსტალიშვილი გიამბობთ როგორია აბიტურიენტობა ონლაინ სწავლების დროს.
ასე აფასებს, ერთ-ერთი, აბიტურიენტი ონლაინ სწავლებას. ცოტნე ირემაძე ამბობს, რომ გამართული საგაკვეთილო პროცესი, არც საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა, შესაბამისად მოსწავლეეები იძულებულნი არიან რეპეტიტორებთან მივიდნენ. გვიყვება, რომ ონლაინ გაკვეთილი ან არ ტარდება, ჩატარების შემთხვევაში კი, დრო ოც წუთამდეა შემცირებული. შესაბამისად, ახალგაზრდებს, იმის იმედი, რომ 45 წუთში შესაბამის ცოდნას მიიღებდნენ და ეს ეროვნულ გამოცდებზე გამოადგებოდათ, აღარ აქვთ.
ონლაინ გაკვეთილის დროს, რომ ბევრს ვერაფერს სწავლობენ, ამას ჩვენი მომდევნო რესპონდენტიც ადასტურებს. საბა ოკუჯავა ამბობს, რომ მის გარშემო ბევრი აბიტურიენტია, რომელმაც რეპეტიტორთან მისვლა, სწორედ, ამ მიზეზის გამო გადაწყვიტა. არიან ისეთებიც, რომლებსაც კერძო მასწავლებლის აყვანის შესაძლებლობა არ აქვთ, თუმცა, სხვა ალტერნატივა არ რჩებათ.
ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, განათლების ექპერტიც საუბრობს. ნაილე ჩავლეიშვილი ამბობს, რომ რეპეტიტორებთან მომზადების გაზრდილი მოთხოვნა, სწორედ, ონლაინ გაკვეთილებმა განაპირობა.
პრობლემა, რომ მასშტაბურია ოპოზიციაშიც ადასტურებენ. გია აბულაძე, კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს. ამბობს, რომ საზოგადოების მინიმუმ 40%-ს სახლში ინტერნეტიც არ აქვს, თუმცა, კმაყოფილი, რომ არც საზოგადოების მეორე ნაწილია, ამაზე ოპოზციაც და მოქალაქეეებიც თანხმდებიან.
რატომ ვერ დაძლია განათლების სამინისტომ ეს პრობლემა და რატომ არის მოქალაქეების უმრავლესობა უკმაყოფილო? ამ კითხვების დასმა აჭარის განათლების სამინისტროსთვის გვსურდა, თუმცა, პრესსამსახური ჩვენს სატელეფონო ზარებს, მთელი დღის განმავლობაში, არ პასუხობდა.