11, ივნისი 2021 11:26:00
საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 16 ადამიანი კი გარდაიცვალა.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37842 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23931, PCR ტესტით - 13911.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 1,84%, ბოლო 14 დღის - 2,67%, ბოლო 7 დღის - 2,44%.