11, ივნისი 2021 12:29:00
მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ართროზი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. იგი დისტროფიული პათოლოგიაა, რომელიც მაშინ ყალიბდება, როცა ხრტილოვანი ქსოვილის კვება ირღვევა და მასთან ერთად ძვალი დაშლას იწყებს. მენჯ-ბარძაყის ართროზი, საკამოდ სწაფად პროგრესირებს, ამიტომ, ხშირად ვითარდება ოსტეოართროზი.
სახრის დაავადებებს შორის, თავისი გავრცელებით და პრობლემურობით არანაკლებ აქტუალურია ე.წ.პოდაგრა. იგი ყალიბდება მაშინ, როცა სისხლში იმატებს შარდმჟავას შემცველობა, მას თავის მხრივ, სხვა ფაქტორები აქვს. პაციენტების უმრავლესობას პოდაგრა 30-60 წლის ასაკობრივ შუალედში უვითარდება. იგი, ძირითადად ფეხის თითების სახსრებზე, განსაკუთრებით დიდ თითზე ჩნდება.
ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში, არანაკლებ აქტუალური დაავადებაა ე.წ. დიუპიუტრენის კონტრაქტურა. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხელის მტევანი გადაგვარებას იწყებს. პაციენტი ვერ ახერხებს თითების ბოლომდე გაშლას. მისი მკურნალობა, ადრეულ სტადიაში კონსერვატიულია, თუმცა შორს წასული ფორმების დროს, ოპერაცია, გარდაუვალი ხდება.
ართროზით დაზიანებული სახსრების სამკურნალოდ, ბოლო პერიოდში, ტრავმატოლოგები პე-ერ-პე, იგივე პლაზმოთერაპიას მიმართავენ. პლაზმას, როგორც აქტიურად მოქმედ ნივითირებას, განსაკუთრებით შუხორცებელი მოტეხილობებისას გამოიყენებენ. დადასტურებულია, რომ თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ქირურგული ინექცია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ხელოვნურ ძვალსაც უმატებენ, შესაძლებელს ხდის, ძვალმა რეგენერაცია დაიწყოს და სახსარი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს.
ექიმები გვარწმუნებენ, რომ პე-ერ-პე ტექნოლოგიით დღეს შესაძლებელია როგორც ხრტილოვანი, ისე კუნთოვანი, ძვლოვანი ქსოვილების, მყესების, ასევე დაზიანებული სახსარშიდა ელემენტების აღდგენა.