11, ივნისი 2021 12:43:00
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, ისევ პარმენ ჯალაღონია უხელმძღვანელებს. უსკოს ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს ვადა 5 წლით გაუხანგრძლივდა. ჯალაღონიას მმართველი გუნდის 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში ბოიკოტის ნიშნად ოპოზიცია არ მონაწილეობდა. საკუთარი პოზიცია არც წარმომადგენლობითი ორგანოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუფიქსირებია. ხელისუფლების ოპონენტები, წარდგენილ კანდიდატს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ედავებიან.