11, ივნისი 2021 14:08:00
დღევანდელ ეთერში მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ართროზზე ვისაუბრებთ. იგი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მას საკმაოდ სწრაფად პროგრესირება ახასიათებს, ამიტომაც თუ დროულად არ მოხდება მისი დიაგნოსტირება და მართვა, იგი ღრმა ართროზად ყალიბდება. ამ დროს იცვლება ბარძაყის ფორმა, ჩნდება წანაზარდები და იწყება მოძრაობის შეზღუდვა. როგორ ავლენს თავს დაავადება და რამდენად და რა ფორმით ექვემდებარება მკურნალობას, ამაზე ბიემსის ორთოპედია- ტრავმატოლოგიის-მიმართულების ხელმძღვანელი, რაულ პაქსაძე გვესაუბრება. ამ ეთერში განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება პოდაგრისგან გათავისუფლება. ვიდრე სტუმართან გადავალ, აქვე დავაანონსებ და გეტყვით, რომ საკმაოდ საინტერესო მეორე ბლოკი გელოდებათ. რეკლამის შემდეგ, პიერპი თერაპიაზე ვისაუბრებთ. იგი, შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ ახალი სიტყვაა ორთოპედია- ტრავმატოლოგიაში. ეს არის იგივე პლაზმოლიფტინგი, რომელსაც ბევრი ტრავმატოლოგიური დაზიანებისას, მათ შორის შეუხორცებელი, ან არასწორად შეხორცებული მოტეხილობების გამრთელებისთვის მიმართავენ. ამაზე, როგორც გითხარით, გადაცემის მეორე ნაწილში, ახლა კი რეპორტაჟი ვნახოთ, შემდეგ კი სტუმართან ერთად მენჯ-ბარძაყისა და მუხლის ართროზზე ვისაუბრებთ.