11, ივნისი 2021 18:49:00
აჭარის ტელევიზიას უყურებს ყველა, რადგან ნეიტრალური პოზიცია გვაქვს - ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. გიგა ჩხარტიშვილმა, სატელევიზიო გადაცემები და მათი რეიტინგი შეაფასა. ოპიზიციონერი დეპუტატების განმარტებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახარჯული 10 მილიონ 585 ათასი ლარი, რეგიონისთვის სასარგებლო არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტებმა მაუწყებელში მიმდინარე პროცესებიც გაიხსენეს, როცა თანამშრომლები გაათავისუფლეს.