11, ივნისი 2021 17:59:00
ბათუმში, მინერალური სასუქების გადამზიდი, მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. წლის განმავლობაში ტერმინალი მილიონ ნახევარ ტონამდე სასუქს გადაზიდავს. მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაცია trammo-სა და კომპანია wondernet exspress-ის პარტნიორობით განხორცილდა, პროექტი 25 მილიონიანი დოლარის ინვესტიციით განხორცილდა. ცნობისთვის, ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის გარეშე აშენდა, საკითხთან დაკავშირებით კი ბათუმში არაერთი საპროტესტო აქციაც გაიმართა, თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ ყველა სანებართვო დოკუმენტი გაცემული და შესრულებულია.