11, ივნისი 2021 18:03:00
"ქაოტური გარემო“ – ასე აფასებს ობუდსმენის აპარატი ბათუმის სამედიცინო ცენტრს, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირები ცხოვრობენ. ბენეფიციარების პრობლემებზე სასაუბროდ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მმართველი გუნდის წევრებსა და სფეროს სპეციალისტებს შეხვდნენ. ნიკა კვარაცხელიას ინფორმაციით, ბათუმის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რემონტის გამო, პალატები გადატვირთულია და ქაოტური მდგომარეობაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ამ პრობლემის მქონე პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სტაციონარიდან გამოყვანის მიზნით, რეგიონში, დამატებით, სამი თავშესაფარი შექმნეს.