11, ივნისი 2021 21:59:00
შიმშილისთვის გაწირული მარტოხელა მოხუცი, რომელსაც სოციალური დახმარებაც კი მოუხსნეს. 87 წლის ქალი თავს მეზობლების დახმარებითა და ასაკობრივი პენსიით ირჩენს. გული ფაღავას ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, თუმცა მედიკამენტების შეძენასაც ვერ ახერხებს. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი თავს იმით იმართლებენ, რომ ქულებს სპეციალური პროგრამა ითვლის.
როგორც ჩანს, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ეს ფრაზა სარწმუნო არ აღმოჩნდა. 87 წლის მოხუცს მაღალი სარეიტინგო ქულა დაუთვალეს და სოციალური დახმარების მიმღები ვერ გახდა. მძიმე ონკოლოგიურ პაციენტს, თავის სარჩენად და წამლების შესაძენად მხოლოდ ასაკობრივი პენსია გააჩნია, თუმცა ოპერაციისთვის, ერთი წლის, წინსწრებად, უკვე აღებული აქვს.
თხოვნით ყველა სამთავრობო რგოლს მიმართა, თუმცა პასუხად უარის გარდა ვერაფერი მიიღო.მისთვის ერთადერთი იმედი ახლა მეზობლები არიან.
მოხუცს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეზობლებიც ადასტურებენ, ცდილობენ ულუკმაპუროდ არ დატოვონ.
87 წლის ქალი რომ მარტოხელაა, სოციალური მომსახურების სააგენტოში კარგად იციან. ისიც, რომ არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, თუმცა ყოველთვიური დახმარება მაინც არ დაინუშნეს. რატომ? სოციალური მომსახურების სააგენტოში, როგორც ადრე ახლაც თავს იმით იმართლებენ, რომ შეფასებას თავად არ ახდენენ და სარეიტინგო ქულებს, კითხვარის შესაბამისად, სპეციალური პროგრამა ითვლის.
მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავს მოქალაქეებზე განსაკუთრებული ზრუნვით იწინებს, „მაცნეს“ ეთერში გასული მრავალი სოციალური სიუჟეტი, საპირისპიროს მოწმობს. რა ბედი ელის გული ფაღავას, რთული სათქმელია. რაც მას შეუძლია, ერთი წლის შემდეგ, სააგენტოსთვის განეორებით მიმართვაა.