14, ივნისი 2021 17:37:00
კორონავირუსმა აჭარაში კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რაც შეეხება ბოლო 24 საათის ინფიცირების სტატისტიკას, გამოვლინდა 34 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 59 პაციენტი. კლინიკა დატოვა 12-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია 12 ინფიცირებული. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში 243, კოვიდ სასტუმროში კი 180 პირი იმყოფება.