18, ივნისი 2021 17:38:00
სოფელ ფერიაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთხსართულიანი საჯარო სკოლა აშენდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შენობა 430 მოსწავლეზეა გათვლილი და მოეწყობა ოთახები კომპიუტერებისა და ლაბორატორიისათვის, ბიბლიოთეკა, ასევე, სპორტული და სააქტო დარბაზები. სასწავლო დაწესებულება ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. განთავსდება ლიფტი და პანდუსი. ადაპტირებული იქნება სველი წერტილებიც. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 3 მილიონ ნახევარი ლარია.