21, ივნისი 2021 17:02:00
მორიგი ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბობოყვათში მცხოვრებლები, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, აჭარის ეკონომიკის მინისტრს დაუპირისპირდნენ. დავის საგანი, ისევ, ქობულეთში, ზღვიპირა ზოლის გასხვისება გახდა. ადგილობრივებმა, ჯაბა ფუტკარაძეს ჰკითხეს, შეჩერდებოდა თუ არა აუქციონი, რაზეც, მათ პასუხი ვერ მიიღეს. შედეგად, მოქალაქეებმა, დაანონსეს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ და მასში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე, ჯაბა ფუტკარაძე, დეპუტატებთან ერთად, მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავდა.