21, ივნისი 2021 17:12:00
აჭარის მთავრობის სახლის წინ დაკავებული პირების პროცესი გადაიდო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ დაკავებულს კორონავირუსისთვის სახასიათო სიმპტომები გამოუვლინდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, დღესვე, ბონდო თედორაძის საქმის განხილვაც გადადო. სხდომის გადადება, თავად თედორაძემ იმ მოტივით მოითხოვა , რომ ადვოკატმა საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო. ცნობისთვის, გუშინ, ძმები ჭელიძეების მხარდასაჭერ აქციაზე, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს.