21, ივნისი 2021 17:28:00
ღია სივრცეში, პირბადის ტარების აუცილებლობა შესაძლოა გაუქმდეს. - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება და ნიღბის ტარების საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. შეგახსენებთ, ღია სივრცეში პირბადის გამოყენება, მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 3 ნოემბერიდანაა ძალაში. ამ წესის დარღვევისთვის პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლის მე-11 ნაწილით 20 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 40 ლარით ჯარიმდება.