22, ივნისი 2021 17:04:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას კორუფციაში და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. რეზო ხარაზი აცხადებს, რომ სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის მოწყობისთვის, 59 მილიონი ევროა გამოყოფილი. მისივე მტკიცებით, აქედან ხელისუფლებამ 11 მილიონი უკვე დახარჯა, თუმცა, ისევ იმ სოფლებზე, რომლებიც წლების წინ უკვე მოაწერიგეს. ხარაზი ირწმუნება, რომ სამუშაოებსაც უხარისხოდ ასრულებენ და ამით არცერთი საგამოძიებო უწყება არ დაინტერესებულა. აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრმა, საკითხს კონკრეტულად არ უპასუხა. ჯაბა ფუტკარაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ სოფლებში წყალნირებისა და წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.