22, ივნისი 2021 18:15:00
ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხუცუბანი-ნაკაიძეები-ირემაძეების და ხუცუბანი-ირემაძეების საავტომობილო გზების 1800 მეტრ მონაკვეთზე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასრულდა. მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის მეორე ფენის მოწყობა. აღნიშნული მონაკვეთი, ქობულეთი-ჭახათი-ცხემვლანა საავტომობილო გზას დაუკავშირდება. რეაბილიტირებული გზით 100 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს გადაადგილებას.