შეჩერდება თუ არა ბათუმი რივიერას კომპლექსის მშენებლობა, ეს იმაზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს მეორედ განხილვისას, თბილისის საქალაქო სასამართლო. საქმე იმაშია, რომ თბილისის სააპელაციო ინსტანციამ, საქალაქო სასამართლოს, პირვანდელი გადაწყვეტილების გადახედვა და საქმეზე განმეორებით მსჯელობა დაავალა. სასარჩელო მოთხოვნა საქალაქოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეკუთვნის. სპეციალისტები და სამოქალქო სეტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ ბათუმი რივიერას პროექტის შესაძოლო ზემოქმედება გარემოსა და ქალაქის ისტორიულ ნაწილზე სათანადოდ შეფასებული არ არის. მეტს გაიგებთ ცხრისნახევარზე.
პროტესტის მიზეზად არაერთხელ ქცეული „ბათუმი რივიერას საქმეზე“ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. შედეგად, შესაძლოა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ბათუმში, დავის დასრულებამდე შეჩერდეს.
ბათუმელ აქტივისტებთან ერთად, სასამართლოში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ცათამბჯენების მშენებლობას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აპროტესტებს. საიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის 22 იანვარს შეიტანა. მოითხოვა, გაუქმებულიყო მშენებლობის ნებართვა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს გასცა.
საიას სასარჩელო მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. უარი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და მიიღო განჩინება, რომლითაც საქალაქო სასამართლოს მოთხოვნის თავიდან განხილვა დაევალა.
პროექტის მოწინაღმდეგეებს ორი ძირითადი არგუმენტი აქვთ. პირველი - ეს ტერიტორია ისტორიული ქალაქის ნაწილია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში შედის. და მეორე, არსებობს ეკოლოგიური საფრთხე. კვლევების თანახმად, ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების სიმძიმეს სანაპირო ზოლმა შესაძლოა ვერ გაუძლოს.
ამავე პოზიციაზეა ირმა ზოიძეც. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წევრის შეფასებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მოსალოდნელი საფრთხეები, სათანადოდ შეფასებული არ არის.
„რივიერას“ მშენებლობამ, ქალაქი, რომ შესაძლოა დიდი რისკის წინაშე დააყენოს, ამაზე საუბრობს ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატიც. ნოდარ დუმბაძის განმარტებით, აუცილებელია, მშენებლობა იქამდე შეჩერდეს, ვიდრე, ყველა საჭირო კვლევა არ ჩატარდება.
საკითხის კომენტირებაზე, უარი გვითრეს ბათუმის საკრებულოს წევრებმა მმართველი გუნდიდან. ცნობისთვის, ბათუმის ზღვისპირა ზოლში, 5 ცათამბჯენის მშენებლობას კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ გეგმავს. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის 42-სართულიანი „სილქ თაუერი“ იქნება.