29, ივნისი 2021 14:45:00
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 400-ზე მეტი შემთხვევაა ტურისტებში ბოლო ერთ თვეშია გამოვლენილი და მისი თქმით, ზოგ მათგანს ადგილზე დაუდასტრდა, ზოგს კი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ.