01, ივლისი 2021 17:30:00
არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული ძალადობის ფაქტებს ეხმაურებიან. მესამე სექტორში გამოსავალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულ და ეფექტურ რეაგირეაში ხედავენ. მათი შეფასებით, მსგავსი შემთხვევები ხელისუფლების მხრიდან წახალისებულია და ძალადობის მთავარი გამომწვევი მიზეზიც, სწორედ ესაა.