02, ივლისი 2021 12:01:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. მას 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული კაცს დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა.
"ბრალდებული ნ. ა.-ს მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა", - აცხადებენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულსა და ძალადობის მსხვერპლს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერსაც ასაჯაროებს.