07, ივლისი 2021 11:57:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4942-მა ადამიანმა გაიკეთა.
7 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 277 872 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 109 825 ადამიანი.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522