07, ივლისი 2021 13:38:00
საქართველოში ე.წ. ინდური შტამის სულ 52 შემთხვევაა დადასტურებული ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს
მისი თქმით, ამ დროისთვის რაიმე მძიმე მიმდინარეობა არც ერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება.
„საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევა დადასტურებული, 5 შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს. ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული, მძიმე მიმდინარეობა გამოკვეთილი არ არის, თუმცა იმისი რისკი, რომ „დელტა“ შტამი შესაძლოა მეტად გაგრძელდეს, არსებობს და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ