07, ივლისი 2021 17:46:00
„თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ 5 ივლისის ღონისძიების მასშტაბის გათვალისწინებით, რთული იქნებოდა უსაფრთხოების ზომების დაცვა“ - შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მართლების რეჟიმშია. უწყება ბოლო დღეების მოვლენების პროვოცირებაში, არა ძალადობრივ დაჯგუფებებს, არამედ პრაიდის ორგანიზატორებს ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა მინისტროს მოადგილემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პარალელურად პოლიციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ბრიფინგზე წაქრმოადგინა. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გამომძიებლები 24 შვიდზე მუშაობენ თითოელი ფაქტის გამოძიებაზე, რათა მოხდეს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება. მისივე თქმით, ტურისტის დაჭრის შემთხვევა მარშს არ უკავშირდება და ვიზიტორს თავს სხვა ლოკაციაზე. ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი დაესხა.