16, ივლისი 2021 17:37:00
ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტების დამზადება-გასაღებისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო, სადაც საქონლის, მათ შორის დაავადებული ან მკვდარი ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას ახორციელებდნენ და რეალიზაციას ახდენდნენ.