16, ივლისი 2021 17:45:00
ხინოს ხეობაში ორ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამუშაოები ვერტმფრენით მიმდინარეობს. უწყებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა 112-ში თავად დარეკეს და გზის აბნევის შესახებ განაცხადეს. ერთერთ მათგანს ქვედა კიდურის დაზიანება ჰქონდა, რის გამოც დაკარგულები ხევში გაჩერდნენ.