19, ივლისი 2021 11:47:00
კონფერენციის დაწყებამდე, ევროპელ დიპლომატს ოპოზიციის წევრები შეხვდნენ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებებით, შარლ მიშელთან განსაკუთრებული ხაზი 5-6 ივლისს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გაესვა. სალომე სამადაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა საქართველოს ევროპული მომავალი არა მარტო კითხვითი ნიშნის ქვეშ დააყენა, არამედ ამ გზას საფრთხე შეუქმნა. მისი განმარტებით, ევროპის საბჭოს პრეტიდენტს კარგად ესმის, რომ შეთანხმება, რომელსაც "ქართული ოცნების" წევრები არღვევენ, დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი. სამადაშვილი დარწმუნებული, რომ ევროპას საკითხზე, მკაცრი რეაგირება ექნება. გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, ხელისფულება მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტის მუხლებს, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, უგულებელყოფს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მათ მიიღეს გარანტია, რომ მიშელის შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება