19, ივლისი 2021 17:30:00
ოლიგარქიულმა სისტემამ ქვეყანა ჩაითრია - ამ სიტყვებით და საკუთარი ქვეყნის გამოცდილებით შეაფასა მოლდავეთის პრეზიდენტმა დღეს, საქართველოში შექმნილი ვითარება. მაია სანდუმ კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ როცა აღმოსავლეთ პარტნიორობა იწყებოდა, მოლდავეთი წარმატებულ ქვეყნად მიიჩნეოდა და იყო მოლოდინი, რომ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ქვეყანაში დემოკრატრიული სისტემები ჩამოყალიბდებოდა, თუმცა მას მოჰყვა საბანკო კრიზისები და საბოლოოდ ქვეყანა ოლიგარქიულმა სისტემამ და კორუფციამ ჩაითრია. მისი თქმით, რეფორმები ქაღალდზე დარჩა, ანტიკორუფციულ ძალისხმევაზე კი, მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იწერებოდა. მან პარალელი გაავლო საქართველოსთან და თქვა, რომ „მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია. ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი, რომელიც ნაკისრი ვალდებულებების შემსრულებელი იყო. ცვლილებები მოხდა ბოლო წელს, როცა ხალხმა არჩევნმებზე ნამდვილი დემოკრატია აირჩია. რასაც ხელი ევროკავშირმა შეუწყო“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სანდუმ.