20, ივლისი 2021 17:40:00
ქვეყანაში კოვიდვითარება დღითიდღე რთულდება. ამის მთავარ მიზეზად ეპიდემიოლოგები შეზღუდევების მოხსნას ასახელებენ. ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის სტუმრების ნაწილი არსებული რეგულაციების დაცვასაც აღარ ცდილობს.
ბათუმში არსებული მდგომარეობის შესახებ, სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა ეკატერინე ფანგანმაც. ტელეწამყვანმა შრომით ინსპექციას მოუწოდა, რომ ქალაქში შექმნილ სურათს ყურადღება.
"შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office ბათუმში ნამყოფები ხართ?! სურსათის მაღაზიებშიც კი არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც! სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ყავს აქაურობას! შარშან ასეთი ადამიანების გამო ჩავიკეტეთ და წელსაც მათ გამო რატომ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენ, ვინც ყველანაირ რეგულაციას ვიცავთ და ვინც აცრილები ვართ? ყველა ჯიხურში, ყველა მაღაზიაში, ყველა სასტუმროში და ყველა რესტორანში უნდა შეხვიდეთ. 99,9 % ეს სიტუაციაა და, იქნებ, მიიღოთ რამე ზომები, რომ ვინმემ ცოტაოდენი სიფრთხილე თქვენი შიშით მაინც გამოიჩინოს!" - წერს ეკო ფანგანი.