20, ივლისი 2021 18:23:00
ხვალიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აბიტურიენტებისთვის დამატებითი სესიები იწყება. ეს იმ სტუდენტობის მსურველებს ეხებათ, რომელთაც გამოცდები კორონავირუსის გამო გადაედოთ. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში: 21 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 23 ივლისს მათემატიკაში, 25 ივლისს კი უცხოურ ენაში. შეგახსნებეთ, მიმდინარე წელს, გამოცდებისათვის 38 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.