21, ივლისი 2021 17:13:00
5 ივლისის ძალადობრივ კონტრაქციაზე რუსთავი 2-ის ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობისას ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე სულ 27 პირია დაკავებული.