21, ივლისი 2021 18:06:00
აჭარაში "COVID-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ჩაერთვნენ. აცრა უკვე ჩაიტარეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალიბაურის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა. აჭარის განთლების სამინისტროს ინფორმაციით, პროცესში სასწავლო დაწესებულებებში დასაქმებულთა ჩართვა მისასალმებელია, რათა სექტემბრიდან სასწავლო გარემო გაცილებით უსაფრთხო იყოს.