22, ივლისი 2021 13:46:00
ბიჭმა, რომელიც დაცვის თანამშრომლის დაჭრაშია სავარაუდო ბრალდებული, თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა.
ახალგაზრდა კაცი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადმოხტომას ცდილობდა, რა დროსაც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე, გასაბერი ლეიბი გაშალეს და მოქალაქე გადარჩა. იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს მკვლელობაში ბრალდებულ პირს, სხეულში დაზიანებები აღენიშნებოდა.
შეგახსნებთ, სისხლიანი გარჩევის შედეგად, ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 60 წლამდე მამაკაცი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.