22, ივლისი 2021 17:05:00
აჭარაში, ეპიდვითარება ისევ მძიმეა. გასულ დღე-ღამეში, უხილავმა მტერმა, კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მონაცემებით, ბოლო 24 საათში, კოვიდ19-ით ინფიცირების 238 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 83 პაციენტი. კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 5 მოქალაქე. კლინიკიდან 83 პირი გაეწერა. ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებებში 283 ადამიანი მკურნალობს.