23, ივლისი 2021 11:11:00
ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი - მამა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში მოხდა. დაჭრილია გარდაცვლილის შვილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.